ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შანტაჟის პროცესად გვიქცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ დღეში ვერ მოხდება.
„რაც შეეხება ნორმალიზების პროცესს, ეს არ იქნება ერთდღიანი იმიტომ, რომ თვითონ ევროკავშირი არ არის ბევრ რამეში ჩამოყალიბებული. ის, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შანტაჟის პროცესად გვიქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც აქვთ ხედვა, რომ მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ნატო-სთან დაკავშირებული საკითხია. ლამის შევეწირეთ ნატო-ს და გვეუბნებიან, რომ ნატო-ს გაფართოება არ მოხდებაო. ეჭვი ჩნდება, რომ ევროკავშირთან დაახლოების საკითხიც რაღაცნაირად ილუზორული მიზანივით შეიძლება გაგვიხადონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ევროკავშირთან მიმართებაში არ შეცვლილა და „ამ ინტერესს არასდროს გადადებს ხელისუფლება გვერდზე“.