ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენესა და მიხეილ სააკაშვილზე: დიდი სიამოვნებით ერთსაც და მეორესაც შემიძლია ვუმასპინძლო ხონის საპატიმროში და ერთად შევაფასოთ რა იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 2012 წლამდე და რა არის ახლა

ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენესა და მიხეილ სააკაშვილზე: დიდი სიამოვნებით ერთსაც და მეორესაც შემიძლია ვუმასპინძლო ხონის საპატიმროში და ერთად შევაფასოთ რა იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 2012 წლამდე და რა არის ახლა

დიდი სიამოვნებით ერთსაც [რასა იუკნევიჩიენეს] და მეორესაც [მიხეილ სააკაშვილს] შემიძლია ვუმასპინძლო მაგალითად ხონის საპატიმროში და ერთად შევაფასოთ რა იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 2012 წლამდე და რა არის ახლა, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებას.

„სამწუხაროა, რომ რასა იუკნევიჩიენე გახდა ევროპარლამენტის სახე საქართველოში - ადამიანი, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. დიდი სიამოვნებით ერთსაც [რასა იუკნევიჩიენეს] და მეორესაც [მიხეილ სააკაშვილს] შემიძლია ვუმასპინძლო მაგალითად ხონის საპატიმროში და ერთად შევაფასოთ რა იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 2012 წლამდე და რა არის ახლა. ღიმილის მომგვრელია ამ განცხადებების კომენტირება როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან ის ადამიანები და ძალები, რომლებიც ჩამოიპარებიან ხოლმე საქართველოში, ერთ-ორ „ენჯეოში“ შეირბენენ, მიტინგზეც გამოვლენ და მერე ისევ ბრიუსელში გაიქცევიან. მათ თუ აქვთ რეალური ინტერესი, რა ხდება ქვეყანაში, იციან ვინ არიან ხალხი მიერ არჩეული წარმომადგენლები, შეუძლიათ მათ შეხვდნენ და ყველა დეტალი გიარონ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა რასა იუკნევიჩიენეს.