ლევან მახაშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შვედების დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ისეთ ორგანიზაციებზე საქართველოში, რომლებიც პირდაპირ არყევენ დემოკრატიულ ფუნდამენტს ქვეყანაში, მაშინ ეს კრიტიკა გასაგები იქნება

ლევან მახაშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შვედების დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ისეთ ორგანიზაციებზე საქართველოში, რომლებიც პირდაპირ არყევენ დემოკრატიულ ფუნდამენტს ქვეყანაში, მაშინ ეს კრიტიკა გასაგები იქნება

როცა გვექნება შესაძლებლობა ყოველთვის ჩვენ კოლეგებს, შვედები იქნებიან თუ სხვები, ამაზეც აუცილებლად ვესაუბრებით, რა კანონში ჯდება და რომელი დემოკრატიული ღირებულებაა, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი დემოკრატია, თურმე არის არადემოკრატიული პროცესი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ფარას“ კანონზე შვედეთის მთავრობის კრიტიკაზე საუბრისას.

„მითუმეტეს, როდესაც თავად შვედებს ვხედავთ როგორი ძალისხმევით ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დააზღვიონ ყველანაირი საფრთხე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიას თუ არჩევნებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შვედების დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ისეთ ორგანიზაციებზე საქართველოში, რომლებიც პირდაპირ არყევენ დემოკრატიულ ფუნდამენტს ქვეყანაში, მაშინ ეს ყველაფერი გასაგები იქნება. როგორც ჩანს ბევრს არ უნდა, რომ მისი დაფინანსება იყოს საჯარო“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შვედეთის მთავრობა ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსების აკრძალვას ითხოვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია უცხოელი პოლიტიკური აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიასა და მის ინსტიტუტებს ძირს უთხრის. შვედეთის მთავრობა, რისკის გამორიცხვის მიზნით, მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას აუცილებლად მიიჩნევს.

ცნობისთვის, შვედეთმა საქართველოში „ფარას“ ანალოგის მიღება გააკრიტიკა და რეპრესიულ კანონად მოიხსენია. ორმაგი სტანდარტი - ასეთი მმართველი გუნდის შეფასება. ოპოზიცია კი შვედეთის მთავრობის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს იზიარებს.