ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა უსახური ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს.

ამ დროისთვის, დემონტაჟი დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მეშვიდე კორპუსთან მიმდინარეობს, სადაც, ჯამში, 15 ავტოფარეხი იყო.

დემონტაჟის შემდგომ, ტერიტორია დასუფთავდება, დაიდგმება საპარკე ინვენტარი და გამწვანდება.