აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს, იყო თუ არა პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კომპეტენტური, როდესაც საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდში, ოჯახის წევრებსა თუ უახლოეს გარემოცვაზე, ასევე სიკვდილმისჯილ პატიმრებზე შეწყალებები გასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, იყენებდნენ თუ არა ბოროტად მისი გარემოცვის წევრები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გარდა ამისა, გამოძიების საგანი იქნება ის, თუ რა უფლებამოსილებით და ვინ იყენებდა საპრეზიდენტო ავტომატურ ხელმოწერებს. ამ საკითხზე მოსმენას გეგმავს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტიც.