„რაც მისაღებია იუპიტერისთვის,დაუშვებელია ხარისთვისო“, ეს არის ანტიკური გამონათქვამი და ისევ მივდივართ ამ სამწუხარო რეალობამდე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ფარას“ კანონზე შვედეთის მთავრობის კრიტიკაზე საუბრისას.
„თუ რამე საქართველოში აღვივებს სკეპტიციზმს ევროპულობის და ევროპის მიმართ, ევრობიუროკრატიას ვგულისხმობ, არის სრულიად არაობიექტური, მრავალმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შვედეთის მთავრობა ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსების აკრძალვას ითხოვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია უცხოელი პოლიტიკური აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიასა და მის ინსტიტუტებს ძირს უთხრის. შვედეთის მთავრობა, რისკის გამორიცხვის მიზნით, მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას აუცილებლად მიიჩნევს.
ცნობისთვის, შვედეთმა საქართველოში „ფარას“ ანალოგის მიღება გააკრიტიკა და რეპრესიულ კანონად მოიხსენია. ორმაგი სტანდარტი - ასეთი მმართველი გუნდის შეფასება. ოპოზიცია კი შვედეთის მთავრობის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს იზიარებს.