საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვედეთის პრემიერმა წერილი მისწერა.
„შვედეთის პრემიერის წერილი მივიღე პერსონალურად, რომელიც დიდი წუხილს გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. საპასუხოდ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააგენტოს „სიდასი“ შეეჩერებინა, რომელიც მთავარი დონორი იყო ქვეყანაში, ასევე შეეწყვიტათ ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ მხარდამჭერი დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობა აპირებს შეიმუშაოს წესები, რომლითაც ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება აიკრძალება.