რუსეთმა სუმი დაბომბა. სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა სუმი დაბომბა. სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რუსებმა მხეცურად დაბომბეს სუმი. მათ ქალაქს, ჩვეულებრივ ქუჩებს რეაქტიული არტილერიით ესროლეს. აბსოლუტურად მიზანმიმართული იერიში მოქალაქეებზე. ახლა სამაშველო ოპერაცია ტარდება. დაშავებული ბევრია. მოცემული დროისთვის სამი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი“, - წერია ქალაქის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მხარის მტკიცებით, რეაქტიული არტილერიის ერთი ჭურვი არ აფეთქდა. მან ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის კედელი გაანგრია.

უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს შეერთებული შტატებისა და ევროპისგან რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას.