თურქეთში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 69 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაღუპულია 14 წლის მოზარდი, რომელსაც მიწისძვრის შემდეგ პანიკური შეტევა დაემართა. მედიის ცნობით, მიწისძვრა საკურორტო ქალაქ მარმარისის სანაპიროზე მოხდა. ბიძგები ქვეყნის სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუაზღვაში იყო.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება. მინისტრის თქმით, პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
როგორც თურქული მედია წერს, მიწისძვრის დროს ადამიანები საკუთარი სახლების ფანჯრებიდან გარეთ ხტებოდნენ, რის გამოც რამდენიმემ დაზიანება მიიღო. ზოგს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა.