პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი - 49,1%.

ეგზიტპოლების მიხედვით, რომელთა შედეგებიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, არჩევნებს ტშასკოვსი იგებდა - 50,3%-ით. მან მხარდამჭერებსაც კი მიმართა და გამარჯვება აღნიშნა, მაშინ, როდესაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის შედეგებით, ორივე კანდიდატის შედეგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.

BBC წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროკავშირული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.

მარბიელი ძალიან კარგი! გამორიცხულია დიდი ისტორიის პოლონელი ხალხმა ტუსკის და მისი მოკავშირე კალასის და როტის ჭკუაზე გაიაროს!
1 დღის უკან