ხაზარაძის პარტიამ უკვე აღიარა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. არჩევნებისთვის ემზადება გახარიას პარტიაც. ამის გამო კი ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს ითხოვს.
„ხალხისგან თამაშგარე მდგომარეობაში თუ ვინმე იყენებს თავს, ის პოლიტიკური პარტიებია, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობენ, მიიღონ თუ არა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა. ყველას მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ პრესმდივანმა ლევან სანიკიძემ.
"ხალხისგან თამაშგარეთ ყოფნა" არც გუბაზის ნაშიერის გადასაწყვეტია, არც გვარამიასი და არც ხაბეიშვილის, ამას ხალხი გადაწყვეტს თავისი პოზიციით!