ირაკლი კირცხალია აშშ-თან ურთიერთობაზე: შეთავაზება ამ ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა ბატონი პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, რომ მზად ვართ, არა თუ გადატვირთვისთვის, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან განვაახლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ირაკლი კირცხალია აშშ-თან ურთიერთობაზე: შეთავაზება ამ ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა ბატონი პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, რომ მზად ვართ, არა თუ გადატვირთვისთვის, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან განვაახლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

შეთავაზება ამ ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა ბატონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდანაც, რომ მზად ვართ არა თუ გადატვირთვისთვის, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან განვაახლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას.

მისივე თმით, ურთიერთობის ამოსავალი წერტილი იქნება პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ პარიტეტულ და ღირსეულ საფუძვლებზე და არა ვასალური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

„როდესაც ვხედავთ ბატონ რუბიოს წერილს, ტრამპის მოლოცვის წერილს პრეზიდენტისადმი, საელჩოს ქმედებებს, შემდეგ ვხედავთ სენატორთან საკმაოდ დადებით შეხვედრას, გვინდა ვიმედოვნოთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება, შეთავაზება ამ ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა ბატონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდანაც, რომ მზად ვართ არა თუ გადატვირთვისთვის, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან განვაახლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები. მხოლოდ განვაახლოთ ადმინისტრაციასთან და არა იმ არარჩეულ ბიუროკრატებთან, რომელთაც პირდაპირი მნიშვნელობით, ორმაგი სტანდარტით, ისევ იმ მახინჯი და მანკიერი გამოცდილებით უნდათ, რომ აქ რაღაც გაუგებრობა შემოიტანონ, თუნდაც, ადმინისტრაციის მკაფიო განცხადებებზე“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, დააკვირდებიან სიტუაციას. იგი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის იკვეთება პოზიტიური ნიშნები და საქართველოს მხრიდან ყოველთვის იყო პოზიტიური დამოკიდებულება.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ან მომავალი სტრატეგიული პარტნიორი - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იქნება ერთადერთი, რომ პარტნიორობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარიტეტულ და ღირსეულ საფუძვლებზე და არა ვასალური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ამის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ყველაზე ერთგული ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და პარტნიორი“, - განაცხადა კირცხალიამ.