ნანა კაკაბაძე: ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ორ განსხვავებულ ძალას. რუსეთს და მას, რომელიც დღეს ებრძვის საქართველოს იმისთვის, რომ ის ვერ იქნა გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც საზარბაზნე ხორცი და ამის გამო ხდება საქართველოს დასჯა

ნანა კაკაბაძე: ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ორ განსხვავებულ ძალას. რუსეთს და მას, რომელიც დღეს ებრძვის საქართველოს იმისთვის, რომ ის ვერ იქნა გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც საზარბაზნე ხორცი და ამის გამო ხდება საქართველოს დასჯა

ყველაზე მტკივნეული, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს, არის დღევანდელი დასავლეთის ლუსტრირება, იმის ჩვენება, რომ საბჭოთა პერიოდში და მას შემდეგ გარკვეული წლები, საზოგადოება როდესაც იმედიანად იყო, რომ დასავლეთი არის ის დემოკრატიის ოაზისი, რისკენ სწრაფვაც ყველა ქართველის სურვილი იყო, დღეს თანდათან შიშვლდება, რომ ეს ღირებულებები იყო მხოლოდ ძალაუფლების ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ამ ინსტრუმენტს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდნენ საკუთარი ძალაუფლებისთვის და ამ იდეების იმპლემენტაციისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

„ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ორ განსხვავებულ ძალას. ერთი, რომელიც იბრძვის უკრაინაში, რუსეთი სახით და მეორე, რომელიც დღეს ებრძვის საქართველოს იმისთვის, რომ ის ვერ იყო გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც საფრთხობელა და საზარბაზნე ხორცი და ამის გამო ხდება საქართველოს დასჯა.

დღეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ხშირად საუბრობენ, რომ ეს არ ეხება ქართველ ხალხს და არის მხოლოდ რეაქცია ხელისუფლებაზე, რომელიც ალბათ „პრორუსულია“. მაგრამ მათ თეორიულად ძალიან კარგად იციან, რომ ხალხს წარმოადგენს მისი არჩეული ხელისუფლება და უმრავლესობა არის ის ძალა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ხალხად. დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა და არა უმცირესობის. დღეს დასავლეთმა აირჩია არა უმრავლესობის მხარდაჭერა, არამედ უმცირესობის, რაც აბსოლუტურად აშორებს მას დემოკრატიას.

დღეს ხელისუფლებას ედავებიან იმაში, რომ დემოკრატიის უკუსვლა არის საქართველოში და ეს სადამსჯელო ღონისძიებები არის საქართველოსთვის გაკეთებული. რეალურად ეს ყველაფერი არის ზეწოლის მექანიზმი საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე. როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ არის დემოკრატიის უკუსვლა. ძალიან საინტერესოა რასთან ხდება შედარება, ალბათ სააკაშვილის რეჟიმთან. როდესაც დასავლეთი ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არის უკუსვლა იმ 9 წლიან სისხლიან რეჟიმთან, ეს არის არა ჩვენი დაზიანება, არამედ თვითდაზიანება.“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.