უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევის დელეგაცია დაესწრება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს სტამბოლში, რომელიც 2 ივნისს უნდა გაიმართოს.
„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დასაცავად. დავსახე ამოცანები უახლოესი პერიოდისთვის. განვსაზღვრე პოზიციები სტამბოლში შეხვედრის წინ, ორშაბათს.
პირველი - სრულყოფილი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა.
მეორე - ტყვეების გათავისუფლება.
მესამე - გატაცებული ბავშვების დაბრუნება.
და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - უმაღლეს დონეზე შეხვედრის მომზადება. მთავარი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
ერთი დღით ადრე სტამბოლში საკუთარი დელეგაციის ჩასვლა კრემლშიც დაადასტურეს.