შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას მიერ მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას მიერ მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნულის თაობაზე „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიამ, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ მას შეასხა წყალი. მომხდარის შემდეგ ნიკანორ მელია გაძევებულ იქნა სხდომათა დარბაზიდან.