დავით ქართველიშვილი: ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენაა

დავით ქართველიშვილი: ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენაა

„რატომ არ გამოსდით „მარქსისტ-სოროსისტებს“ არაფერი საქართველოში? მოქმედების არეალი მკვეთრად განსხვავებულია 2003 წელთან შედარებით, ვინაიდან თვით „დიიფ სთეითის“ კონტროლირებად პოლიტიკურ ველზე ვითარების „მაიდანიზაციის“ ყველა ძირითადი „ტრიგერი“ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

ექსპერტის თქმით, 17 მაისს გამართული აქციით საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლებისა და ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მხარდამჭერი.

დავით ქართველიშვილი ოპოზიციას, რომელსაც „ტრამპგარეშე“ მდგომარეობაში ჩარჩენილ ოპოზიციად მოიხსენიებს, მოუწოდებს   − „გაგვატარეთ, ხელს ნუ გვიშლით…“

„რატომ არ გამოსდით „მარქსისტ-სოროსისტებს“ არაფერი საქართველოში? მოქმედების არეალი მკვეთრად განსხვავებულია 2003 წელთან შედარებით, ვინაიდან თვით „დიიფ სთეითის“ კონტროლირებად პოლიტიკურ ველზე ვითარების „მაიდანიზაციის“ ყველა ძირითადი „ტრიგერი“ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია.

როგორ გინდა, მაგალითად, დაადანაშაულო მოქმედი ხელისუფლება სისტემურ კორუფციაში (როგორც ამას ჯერ კიდევ 22 წლის წინ ჰქონდა ლოგიკური ახსნა), როდესაც დღეს კატასტროფულ კორუფციაშია ჩაფლული თვით „ფერადი რევოლუციონერების“ მკვებავი გეოპოლიტიკური სივრცე.

როგორ გინდა დაადანაშაულო „ქართული ოცნება“ საარჩევნო „მანიპულაციებში“ (როგორც ამას 2003 წლის ნოემბერში ჰქონდა ადგილი) − მოლდოვასა თუ რუმინეთში, აშშ-სა თუ საფრანგეთში ჩატარებული კატასტროფული „არჩევნების“ ფონზე.

როგორ გინდა დაადანაშაულო საქართველოს მთავრობა მედიისა თუ პოლიტიკური პარტიების შევიწროებაში მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ უკრაინასა და მოლდოვაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, რუმინეთსა და ამერიკაში. „დიიფ სთეითის“ გავლენის „დაფარვის ზონა“ დღეს ყოველ ამ კომპონენტშიც არის უკიდურესად „დასნეულებული“ და მოწყვლადი.
17 მაისის აქციის შემდეგ, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული რაოდენობრივად შთამბეჭდავი სურათი წარუდგინოს, არამედ „დიიფ სთეითს“ კიდევ ერთი ბერკეტი გამოაცალოს ხელიდან − ქვეყანაში არარსებული ეკონომიკური „არმაგედონის“ წარმოსახვის სახით:

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.6%-ით, ხოლო 2025 წლისთვის მოსალოდნელია 5.5%-იანი ზრდა, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ამ ზრდას ხელს უწყობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორები. ბიუჯეტის დეფიციტი დარჩა 3% დონეზე, ხოლო სახელმწიფო ვალი − 40%-ზე ნაკლები, რაც ქვეყანაში არსებულ ფინანსურ დისციპლინაზე მიუთითებს.

2024 წელს საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 18%-ით, ხოლო კაპიტალური ხარჯები − 11.3%-ით. ეს შესაძლებელი გახდა დღგ-ის ამოღების ციფრული სისტემის დანერგვით, შრომის გადასახადის რეფორმითა და ეკონომიკის ფორმალიზაციით.

ქვეყანა აგრძელებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას, როგორებიცაა ბათუმისა და ფოთის პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რაც საქართველოს ანიჭებს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის როლს.
2024 წელს ინფლაცია საქართველოში იყო 1.1%, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე (3%) გაცილებით დაბალია. ეს მიუთითებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე.

საქართველო ინარჩუნებს დაბალ გადასახადებსა და თავისუფალ საბაზრო პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

ქვეყანა აძლიერებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ჰიდროენერგეტიკის განვითარებასა და რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, როგორებიცაა „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რაც ამცირებს საგარეო რესურსებზე დამოკიდებულებას.

საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ სექტორს. დაგეგმილია 2025 წლისთვის 11 მილიონი ვიზიტორის მიღება და 6.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − ეს არის მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენა.

ასევე უპერსპექტივოა ქვეყნის მუდმივი შედარების მცდელობა რაღაც არარსებულ „იდეალური სტანდარტების“ მატარებელ სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემებთან. ასეთი სისტემები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო საკუთარ წიაღში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მზადყოფნას ამ ხელისუფლებას ვერ დაუკარგავ. საზოგადოების კრიტიკას ამ პროცესების არათანამიმდევრულობა და მიმდინარეობის სიჩქარე შეიძლება წარმოადგენდეს, მაგრამ ამტკიცებდე, რომ „არაფერი ხდება“, უსამართლობა იქნებოდა.

P.S.: საქართველოში ჩამოსულმა სენატორმა დეინსმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას დაადასტურა, რომ ჩვენს სამშობლოს გადამწყვეტი როლი მიუძღვის კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების გასავითარებლად. ეს არის დონალდ ტრამპის მისამართით ირაკლი კობახიძის ღია წერილზე არაორაზროვანი და დამაგვირგვინებელი პასუხი. ასევე გზავნილი „ტრამპგარეშე“ მდგომარეობაში ჩარჩენილ „ოპოზიციას“ − გაგვატარეთ, ხელს ნუ გვიშლით…“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მარბიელი და კიდევ: თუ ფიზიკაში არის "მარცხენა ხელის წესი", მეცოცხეებმა პოლიტიკაში უნდა შემოიღონ "მარჯვენა ხელის წესი"- ონანის გზაზე იარონ
1 დღის უკან