მეუფე იაკობი: დამოუკიდებლობა ვინმეს უნდა ვანაცვალოთ? ან რუსეთს, ან ევროპას, ან ნებისმიერს, უნდა ვანაცვალოთ? ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები ვართ, ხომ გვინდა, რომ ყველა ერთან გვქონდეს თანასწორი ურთიერთობები. რას ჰქვია დიდი ძმა ან დიდი და

მეუფე იაკობი: დამოუკიდებლობა ვინმეს უნდა ვანაცვალოთ? ან რუსეთს, ან ევროპას, ან ნებისმიერს, უნდა ვანაცვალოთ? ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები ვართ, ხომ გვინდა, რომ ყველა ერთან გვქონდეს თანასწორი ურთიერთობები. რას ჰქვია დიდი ძმა ან დიდი და

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში ჩაატარა ღვთისმსახურება ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, ჩვენთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ჩვენ სარწმუნოება ზნეობრივ და მორალურ ვალდებულებებსაც გვაკისრებს და არ უნდა შეეხონ ხოლმე რაღაც ისეთს, რაც უშუალოდ ჩვენია.

„ეს დამოუკიდებლობა ვინმეს უნდა ვანაცვალოთ? ან რუსეთს, ან ევროპას, ან ნებისმიერს, უნდა ვანაცვალოთ? ჩვენ ხომ თავისუფალი ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ყველა ერთან გვქონდეს სამართლიანი და თანასწორი ურთიერთობები. რას ჰქვია დიდი ძმა ან დიდი და. პატარა ძმა რატომ უნდა ვიყო ვინმესთვის. თუ დაბადებული ვარ, ჩემზე დიდი ხნის ხარ როგორც ერი, რომელიმე? რაც არ უნდა ხელი შეგვიშალონ, ქართველს მაინც ღმერთს ვერავინ წაართმევს და ღმერთს ქართველს ვერავინ წაართმევს, კარგად ვიცოდეთ. ამიტომ, ჩვენთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ჩვენ ეს სარწმუნოება ზნეობრივ და მორალურ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. არ უნდა შეეხონ ხოლმე რაღაც ისეთს, რაც უშუალოდ ჩვენია. რაც ინტიმურად გვაკავშირებს, სულიერად გვაკავშირებს ღმერთთან.

ყოველთვის არის რაღაც რაოდენობა ხალხის, რომელსაც რაღაც არ მოსწონს. რაღაცის ყოველთვის წინააღმდეგია. წინააღმდეგია, თან იმასაც ვერ გამოთქვამენ. ჩვენთან რატომ არ მოდიან. ეკლესიამ რამდენჯერ შევთავაზეთ მოსულიყვნენ ჩვენთან. ზოგი ბალტიისპირეთში იყურება, ზოგი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში იყურება, ზოგი იქით, ზოგი იქით და ერთმანეთს ვაზიანებთ. ცდილობენ ეკონომიკა ჩააგდონ, გადაკეტონ გადმოკეტონ და ვის უკეტავ, ხომ მე მიკეტავ და მოდი დამელაპარაკე“, - განაცხადა მან.

მარბიელი საღოლ ძმაო, ჩვენ თუ ისეთი სპეცსამსახურები გვყავს, რომ ეს სიქიმა ბაჩიაშვილი სადღაც ემირატებში მოიტაცეს, ტომარაში ჩასვეს და საქართველოში ჩამიოყვანეს, ბარაქალა!
მე არ ვიცი ვინ ვის რა მოპარა, ან გამოსტყუა, მაგრამ სანამ ეს ბაჩიაშვილია, თუ სიქიმ ბაში, დოკუმენტურად არ დაამტკიცებს სად და რა გზით იშოვა ტონობით ფული, ჩემთვის გაიძვერა და არაკაცია!
1 დღის უკან