გურამ მაჭარაშვილი ალექსანდრე მუხაძეზე: სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მართალია ის მიმალვაშია, მაგრამ თვითონ ფაქტი დადგინდა

გურამ მაჭარაშვილი ალექსანდრე მუხაძეზე: სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მართალია ის მიმალვაშია, მაგრამ თვითონ ფაქტი დადგინდა

სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მართალია ის მიმალვაშია, მაგრამ თვითონ ფაქტი დადგინდა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორზე, ალექსანდრე მუხაძეზე (მეტსახელად „ქილერა“) საუბრისას.

მისივე თქმით, მუხაძე არა ციხეს, არამედ „სასაკლაოს“ ხელმძღვანელობდა.

„3 თვეზე მეტია, როგორც ადამიანები ადასტურებენ, ვინც იქ შედიოდა, რომ პრაქტიკულად, ალექსანდრე მუხაძე ეს იყო სიკვდილის სიმბოლო. ამიტომაც ერქვა „ქილერა“.

საგამოძიებო კომისიაზე უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმის, რომ ეს ადამიანი ჩადიოდა დანაშაულებს. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მართალია ის მიმალვაშია, მაგრამ თვითონ ფაქტი დადგინდა, რომ იმას, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, ვინც მოდის კომისიაზე, ბევრი გამოკვლევა აღარ სჭირდება, რადგან ეს ადამიანი დამნაშავედ არის ცნობილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) დამნაშავედ ცნო. საქმის დეტალებს საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.

მარბიელი ესეც ერთი იმათგანია (ბოჟაძე, ძარქუა, შ რამიშვილი ...) რომლებიც თავიანთი ბრიყვული განცხადებებით სახელს უტეხენ ოცნებას, სახელს უტეხენ ლოგიკას, სახელს უტეხენ კაცობას!
1 დღის უკან