დავით მათიკაშვილი: კატასტროფულ ზღვარზეა მისული ზოგადად პოლიტიკური გულისცემა რადიკალურ ოპოზიციაში

დავით მათიკაშვილი: კატასტროფულ ზღვარზეა მისული ზოგადად პოლიტიკური გულისცემა რადიკალურ ოპოზიციაში

კატასტროფულ ზღვარზეა მისული ზოგადად პოლიტიკური გულისცემა რადიკალურ ოპოზიციაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ეს გარედან მიღებული დავალებების შესრულების შედეგია.

„ერთი მხრივ, არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც მობილურით და ინტერნეტით აანონსებენ არჩევნების ჩატარებას, რაც რა თქმა უნდა სატირულ-იუმორისტული ჟანრის თემატიკაა და სერიოზულად განხილვას არ ექვემდებარება. არის მეორე მიმართულება - ერთმანეთს აბრალებენ იმ კოლაფსს, რაშიც პატრონების დავალების შესრულებამ ეს რადიკალური პოლიტიკური პარტიები შეიყვანა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.