გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე თბილისში მყოფ ევროპარლამენტარების და ხელისუფლების ოპონენტების გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა აღარ აქვს ქვეყნის შიგნით და ის რეალურად ქვეყნის გარედან იმართებიან.
„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალს ვერაფერს იტყოდა, მითუმეტეს გააკეთებდა, წესით ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ მათ სიტყვებში გაჩნდა არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება. თუ მიიღებს ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას, მათთვისვე იქნება კარგი და მათი ამომრჩევლისთვის. ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა აღარ აქვს ქვეყნის შიგნით და ის რეალურად ქვეყნის გარედან იმართებიან“, - აღნიშნა ბოჟაძემ.