„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების ლიდერების მილოცვის ტექსტი ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადება შიდა საქმეებში მორიგი ჩარევაა.
„წერილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღეს მიიღო, არის მორიგი თავხედური ჩარევა და შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი საზოგადოებისთვის. ასეთი ორაზროვანი, ყოვლად გაუმართლებელი მოწოდებები თუ განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, არის სწორედ იმ არარჩეული ბიუროკრატების ნახელავი და შემდეგ გაჟღერებული სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და განსაკუთრებით როგორ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.