ირაკლი ქადაგიშვილი: სრული დიფუზია არის ოპოზიციის შიგნით ყველა ნაწილი ერთმანეთთან შეუთანხმებლად და საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოძრაობს, ვერანაირ საერთო აზრამდე ვერ მიდიან

ირაკლი ქადაგიშვილი: სრული დიფუზია არის ოპოზიციის შიგნით ყველა ნაწილი ერთმანეთთან შეუთანხმებლად და საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოძრაობს, ვერანაირ საერთო აზრამდე ვერ მიდიან

სრული დიფუზია არის ოპოზიციის შიგნით, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ყველა ნაწილი ერთმანეთთან შეუთანხმებლად და საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოძრაობს, ვერანაირ საერთო აზრამდე ვერ მიდიან. ეს მდგომარეობა მათ თვითონ შექმნეს. როდესაც შენ ობიექტურად ჩატარებულ არჩევნებში მიღებულ მოქალაქეთა ხმას გაყიდი და ვიღაც სხვის კარნახით დაიწყებ მოქმედებას, იღებ ამ შედეგს. მერე ძნელია რომ მოსწყდები ამ ორბიტას და შენი ხალხის მიერ გამოხატულ ნდობას პოლიტიკურ ინტრიგებს შესწირავ, მერე ხვდები, რომ ნიადაგი გეცლება ფეხქვეშ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო კიდევ ერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ზურაბიშვილის გზავნილს არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება, ნაწილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტარის მონაწილეობით გამართულმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ მათ ოპონენტებს არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ და არც დესტრუქციის რესურსი.

მარბიელი აკი ერთი პატრონი ჰყავთ და მათ დაკრულზე ცეკვავენო? იმის დამტკიცებას ხომ არ შეეცდები, რომ "პატრონს" უნდა ოპოს არეულობა? თუ ასეა, ისინი თქვენი პატრონები ყოფილსნ!
1 კვირის უკან