საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო მისი ბუნებრივი დაკავება და საქართველოში წარმოდგენა, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საკითხზე საუბრისას.
„რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ „მტკვარი ჰესის“ საქმეს, ეს საქმე ეხება მისი მხრიდან გულგრილობის ჩადენას. პროექტი, რომელიც დაახლოებით უნდა დამჯდარიყო 140 მილიონი, დაჯდა 240 მილიონი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და შესულიყო ექსპლუატაციაში, დღეის მდგომარეობითაც არ არის ექსპლუატაციაში შესული. შესაბამისად რიცხვები ყველაფერზე ძალიან მარტივად მეტყველებს“, - აღნიშნა პროკურორმა.