ცნობილი თურქი მსახიობები ჰალიტ ერგენჩი და რიზა ქოჯაოღლუ ცრუჩვენების მიცემის გამო გაასამართლეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სტამბოლის სასამართლომ დაადგინა, რომ მათ გეზის პარკში გამართული საპროტესტო აქციების საქმეზე ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
თურქმა მსახიობებმა დაამახინჯეს ინფორმაცია საპროტესტო აქციისას მომხდარ ინციდენტებში მონაწილე ბრალდებულებთან მათი კონტაქტების შესახებ.
თურქული სერიალის „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავმა ჰალიტ ერგენჩმა დანაშაული აღიარა, მას 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯერი ჯერჯერობით შეჩერებული აქვს, მას განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. რიზა ქოჯაოღლუს კი 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.