მაკა ბოჭორიშვილი ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე: ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი

ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები ულოცავენ ქვეყნებს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ვინმეს თუ კრიტიკა უნდა, ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ და არ იშურებენ ძალისხმევას.

„ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Aburjga Tasmanieli ეს ქალბატონი დიპლომატიურ ასტრალშია გადასული! ე.ი. არ არის მისასალმებელი, არა?! ვაიმე, ლა ვუკო ლა?! მისასალმებელი კი არა გავსებული ღამის ქოთანი უნდა ჩამოაცვა სამივეს მაკრონს, ტუსკს, მერცს) თავზე!
1 კვირის უკან