ირაკლი კირცხალია: ვისთანაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ, მათ 61 მანდატი ჰქონდათ პარლამენტში, კეთილი ენებათ და მათთვის დავალება მიეცათ, თუ ახლა გული შესტკივათ თავიანთ აგენტებზე

ირაკლი კირცხალია: ვისთანაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ, მათ 61 მანდატი ჰქონდათ პარლამენტში, კეთილი ენებათ და მათთვის დავალება მიეცათ, თუ ახლა გული შესტკივათ თავიანთ აგენტებზე

წერილის შინაარსი ქართული საზოგადოების მიმართ კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ეს უხეში და უტიფარი ჩარევაა სახელმწიფოს შიდა საქმეებში. საზოგადოება ამ ყველაფერს შეაჩვიეს და მათი აგენტურის ქსელი ამის შედეგს პასუხს არჩევნებზე იღებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ვისთან უნდა გაიმართოს დიალოგი, გაუგებარია.

„ვისთანაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ, მათ 61 მანდატი ჰქონდათ და კეთილი ენებათ, მათთვის დავალება მიეცათ, თუ ახლა გული შესტკივათ თავიანთ აგენტებზე, რომ თურმე დიალოგის რეჟიმი არ არსებობს. პარლამენტში ის დიალოგი იქნებოდა, რაც დემოკრატიულ და თავმოყვარე ქვეყანას შეეფერება. ვისთან უნდა გაიმართოს დიალოგი, „ნაცმოძრაობის“ რომელ დანაყოფთან? საქართველოსთან მიმართებაში ამ წერილის დამწერლების სულისკვეთებაც ვიცით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.