გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: მისი სურვილია, რომ როდესაც ხვალ სასამართლო პროცესი შედგება, თავად გააკეთოს საჯარო განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: მისი სურვილია, რომ როდესაც ხვალ სასამართლო პროცესი შედგება, თავად გააკეთოს საჯარო განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით

ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, რომელმაც დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციარულ დაწესებულებაში მოინახულა, მედიასთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დეტალებზე არ ისაუბრა.

„ვისაუბრეთ დეტალურად, თუმცა მისი [ბაჩიაშვილის] სურვილია, რომ როდესაც ხვალ სასამართლო პროცესი შედგება, თავად გააკეთოს საჯარო განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამწუხაროდ მე დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით“, - აღნიშნა ადვოკატმა.