ირაკლი კობახიძე - ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შეიძლება ეს ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი

ირაკლი კობახიძე - ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შეიძლება ეს ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი

ირაკლი კობახიძე -ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შეიძლება ეს ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, თუ „დიფ სთეითმა"  უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის

დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის" გავლენის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არის არასწორი მიდგომა და „დიფ სთეითის" გავლენაზე მიუთითებს.

„ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს დაყოფა, რაც ხდება, არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს, გასულ წელს, როდესაც 1 მლნ 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი ხელისუფლების შესახებ არის სწორედ ქართველი ხალხის საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, იგივე აშშ-იდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე  სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს" და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არასწორი და აროგანტული დამოკიდებულებაა.

„გახსოვთ, რომ ენჯეოების საშუალებით საქართველოში ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას იგივე ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. მე მათემატიკური სიზუსტით დავდე ჩემს წერილში ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-თვის, ვგულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. დახმარებაში, რა თქმა უნდა, არ ითვლება ენჯეოებისთვის ჩარიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ ენჯეობისთვის გადახდილი თანხა არავითარი დახმარება არ იყო. ასევე, არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩაირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად, 2008 წლის ომის შემდეგ. ამას თუ გამოვაკლებთ და ავიღებთ რეალურ დახმარებას, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს მარტო ავღანეთსა და ერაყში ჩვენი მონაწილეობით. ამიტომ, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3000 წელია, არსებობს ჩვენი ქვეყანა. 23 საუკუნეა, არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. „დიფ სთეითი" მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა"  უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა და ბრძოლა მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის" გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის" გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.  ", - განაცხადა პრემიერმა.