მამუკა მდინარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არაფერზე ვიმუშავებთ, სანამ ისინი ამ ქვეყანას არ მოემსახურებიან. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი

მამუკა მდინარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არაფერზე ვიმუშავებთ, სანამ ისინი ამ ქვეყანას არ მოემსახურებიან. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არაფერზე ვიმუშავებთ, სანამ ისინი ამ ქვეყანას არ მოემსახურებიან, ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცვლილებები შეიტანოს და ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც შეხედავენ, რომ რომელიმე ორგანიზაცია, არასამთავრობო იქნება თუ სხვა ნებისმიერი წარმომავლობის, მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, მაშინ ნებისმიერთან ერთად დასხდებიან და იმუშავებენ.

„ოღონდ, სანამ ისინი შეასრულებენ გარე დავალებებს, არავისთან ერთად აღარ დავსხდებით და აღარ ვიმუშავებთ. მადლობა ღმერთს მართლა, რომ ჩვენ შეგვწევს ამის ლაპარაკის ძალა. ჩვენ ეს არ შეგვეძლო ხუთი და ექვსი წლის წინაც კი. 5-6 წლის წინ ჩვენ რომ ასე გველაპარაკა, შეიძლება შიგნიდან ავეყირავებინეთ ვიღაცებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, თუკი რომელიმე ცვლილება მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ, მაგრამ თუკი მოემსახურება იმის ინტერესებს, რომ აბა იქნებ შეამსუბუქოთ რაც შეიძლება ადმინისტრაციული სასჯელი იმისთვის, რომ ხვალ შემდეგ ვიღაც მოვიდეს, თავიც გაგიტეხოს, „მოლოტოვის კოქტეილით“ დაგწვას, დაგაზიანოს, 170 პოლიციელი, მათგან ნაწილი წარუშლელი დაზიანებით დააზიანოს და შენ არ მიეკარო არავის, ასეთ ცვლილებებზე ჩვენ არ წავალთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.