„დიფ სთეითი“, არაფორმალური მმართველობის მქონე ძალიან დიდი ძალები ცდილობენ ქვეყნების მეშვეობით საქართველოში თავიანთი გავლენების გაძლიერებას, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე.
„ხან გვეკითხებიან „დიფ სთეითი“ ვინ არის, ხან - გლობალური ომის პარტია ვინ არის, ხან გვეკითხებიან, არაფორმალური მმართველები ვინ არიან, თანამედროვე სამყაროში ვინ ცდილობს ასეთი ბერკეტის მოპოვებას და ა.შ. მოდი ამ შემთხვევაში დავარქვათ ასე, „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“, არაფორმალური მმართველობის მქონე ძალიან დიდი ძალები ცდილობენ ქვეყნების მეშვეობით საქართველოში თავიანთი გავლენების გაძლიერებას, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ. საქართველო დღეს დგას ისე მყარად, როგორც არასდროს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.