"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ეს არის ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ნათელი მაგალითი, რომლისთვისაც დამახასიათებელია პროფესიონალიზმი.
"Недолго музыка играла Недолго фраер танцевал - ესეც ანრი ოხანაშვილის "სუს"-ი, როგორც ამ სამსახურისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმის და სპეციფიკის ღირსეული გამგრძელებელი. ვულოცავ ჩემს ყოფილ კოლეგებს ამ სპეცოპერაციის ლოგიკურ დასასრულს,"- წერ დავით ქართველიშვილი.