თორნიკე ჭეიშვილი გუშინდელ აქციაზე რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლაზე: ამ ადამიანების ჩამოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მათი აქაური აგენტები, რომლებიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში არიან, როგორმე გაამხნეონ

ამ ადამიანების [ევროპარლამენტარების] ჩამოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მათი აქაური აგენტები, რომლებიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში არიან, როგორმე გაამხნეონ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე დაესწრო.

„ამ ადამიანების [ევროპარლამენტარების] ჩამოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მათი აქაური აგენტები, რომლებიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში არიან, როგორმე გაამხნეონ. უნდათ, მინავლებულ საპროტესტო მუხტს დამატებით დენთი მისცენ, რათა როგორღაც შეძლონ პროცესების შემოტრიალება, რაც არ გამოუვათ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.