გუშინ გამართულ აქციაზე რადიკალური ოპოზიციის მოლოდინი მხარდამჭერთა მობილიზების ნაწილში არ გამართლდა

გუშინ გამართულ აქციაზე რადიკალური ოპოზიციის მოლოდინი მხარდამჭერთა მობილიზების ნაწილში არ გამართლდა

რადიკალური ოპოზიციის მოლოდინი, გუშინ გამართულ აქციაზე, მხარდამჭერთა მობილიზების ნაწილში, კონკრეტული ევროპარლამენტარების ჩართულობის მიუხედავად - არ გამართლდა.

როგორც ყოველთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არც 26 მაისის აქციაზე კარგავდა აქტუალობას. სააკაშვილის მხარდასაჭერი შეძახილები ისმოდა სცენაზეც და სცენის მიღმაც.

ბუნდოვანი და ორაზრვანი იყო ექსპრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ადგილობრივ არჩევნებში პარტიათა მონაწილეობის შესახებ, რასაც მალევე კრიტიკული შეფასებებით გამოეხმაურნენ თავად ოპოზიციაში.