ზვიად შალამბერიძე: გავა პერიოდი და ელჩებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი მხარე ეჭირათ იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების გვერდით უნდა მდგარიყვნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ზვიად შალამბერიძე: გავა პერიოდი და ელჩებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი მხარე ეჭირათ იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების გვერდით უნდა მდგარიყვნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს ფაქტებით, ოპოზიცია და ძალიან ვწუხვარ, ელჩებიც - აყოლილი არიან ოპოზიციას და მათგან ერთი ფაქტი ვერ მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე საუბრისა.

მისივე თქმით, მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის. შალამბერიძემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთმა ელჩმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო რადიკალური განცხადებები გააკეთა და მათ პარლამენტის თავმჯდომარემ სათანადო პასუხი გასცა.

„ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს ფაქტებით, ოპოზიცია და ძალიან ვწუხვარ, ელჩებიც - აყოლილი არიან ოპოზიციას და მათგან ერთი ფაქტი ვერ მოვისმინეთ, თუ რა შეიძლება იყოს, ჩვენი ქვეყნის ხელის შემშლელი, არჩევნების გამყალბებელი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, გავა პერიოდი და ამ ელჩებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი მხარე ეჭირათ იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების გვერდით უნდა მდგარიყვნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მათი დახმარებით კიდევ უფრო მალე გადავდგამდით იმ ნაბიჯებს, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოებდა“, - განაცხადა შალამბერიძემ.