ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ შორის, ოპოზიციის ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა, ერთიანი სიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა.

„რამდენიმე თვით უკან გადავინაცვლოთ. ის მოჩვენებითი ერთობა და ერთიანობა, რაც თითქოს, წინასაარჩევნოდ შარშან დაიწყეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი. მათ შორის, ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა თუ ერთიანი სიები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის მოცემულობა, რომ მაინც ცალ-ცალკე მოუწიათ გასვლა არჩევნებზე და ცალ-ცალკე მიიღო მონაწილეობა ოთხმა პარტიამ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. ეს მათი ერთობა არის მოჩვენებითი. შესაბამისად, ის ფაქტიც, რომ ესენი ერთიანი ვერ იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ არავინ გადაიხდიდა გირაოს, ყველა ერთიანად გამოუცხადებდა ბოიკოტს და ა.შ. ესეც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი.

თავიდან ბოლომდე ველოდით, რომ ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები იქნებოდა მათ მიერ მიღებული. დასტურდება კიდეც იმით, რომ ამ შემთხვევაში სამმა პარტიამ გადაწყვიტა არ შემოსულიყო პარლამენტში, ერთმა ჯერჯერობით ,ვერ გადაწყვიტა შემოვა თუ არა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ვითომ მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 4 ოქტომბერს, დანარჩენები თითქოს, არ ფიქრობენ მიღებას, მაგრამ ამავე დროს რეგიონებში დადიან და შესაბამისად, რაღაც საფუძველს ამზადებენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. თან აღიარებენ, თან არ აღიარებენ. ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, რომ ეს ასე იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ მათი ერთიანობა არის ილუზია და მათი ერთიანობა არის რეალურად ის, რაც ვერასდროს განხორციელდება. აქედან არის გამომდინარე ზუსტად მათი გადაწყვეტილებები, რომ ზოგი იხდის გირაოს, ზოგი არ იხდის და ა.შ.“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.