ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მინდა, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერია. მზად ვარ, თქვენთან ერთად
საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარი წინსვლა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ",- აღნიშნულია ლი ციანის მისალოც წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.