დავით ქართველიშვილი: ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელებზე მათ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს იძალადეს, მათ შორის - თუნდაც მხოლოდ სილა გააწნეს, რაც შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად და გამოიწვიოს დასჯა

დავით ქართველიშვილი: ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელებზე მათ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს იძალადეს, მათ შორის - თუნდაც მხოლოდ სილა გააწნეს, რაც შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად და გამოიწვიოს დასჯა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება აშშ-ში  ქალის დაკავებას, რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეაფურთხა.

ქართველიშვილის თქმით, ზოგადად, ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელებზე მათ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს იძალადეს, მათ შორის, თუნდაც მხოლოდ სილა გააწნეს, რაც შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად და გამოიწვიოს ბოროტმოქმედის დაკავება და დასჯა.

ქართველიშვილის განცხადებით, პოლიციელზე სილის გაწნა, რაც უბრალოდ თავდასხმის კატეგორიაში გადის და თუ პოლიციელს ზიანი არ მიადგა (ანუ, ნაზად შეეხო, "მოფერების" მიზნით), ასეთი ქმედება მიიჩნევა მცირე სამართალდარღვევად (misdemeanor) და ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით და/ან 100 000 დოლარამდე ჯარიმით.

„ მაშ ასე, აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეაფურთხა. და ზოგადად, ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელებზე მათ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს იძალადეს, მათ შორის - თუნდაც მხოლოდ სილა გააწნეს, რაც შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად და გამოიწვიოს ბოროტმოქმედის დაკავება და დასჯა.

განვიხილოთ პოლიციელზე სილის გაწნა, რაც უბრალო თავდასხმის კატეგორიაში გადის, და თუ პოლიციელს ზიანი არ მიადგა (ანუ, ნაზად შეეხო, "მოფერების" მიზნით), ასეთი ქმედება მიიჩნევა მცირე სამართალდარღვევად (misdemeanor) და ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით და/ან 100 000 დოლარამდე ჯარიმით. მძიმე თავდასხმად ითვლება, თუ ეს იყო ფიზიკური შეხება ან განზრახული იყო სხვა დანაშაულის ჩადენა (თანამშრომლების თვალში მისი და კანონის ავტორიტეტის შელახვა) - ქმედება ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად (felony) და ითვალისწინებს დასჯას 8 წლამდე პატიმრობით და 250 000 დოლარამდე ჯარიმით.

მაგალითისთვის: ტიანა ნატაშა მაკფერსონი - 2018 წელს დააკავეს აშშ-ის სასაზღვრო ოფიცრისთვის სილის გაწნისთვის და წაუყენეს ბრალი "ფედერალური თანამშრომლისთვის თავდასხმაში" - გაუშვეს ციხეში. სესილი მაკმილანი - ორგანიზაცია Occupy Wall Street-ის აქტივისტი, რომელმაც 2014 წელს ნიუ-იორკში პოლიციელს იდაყვი ჩაარტყა. მას ბრალი მეორე ხარისხის თავდასხმაში წაუყენეს და მიესაჯა 3 თვე პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი. 

დღევანდელი შემთხვევა ამ ეტაპზე არ გვაძლევს შესაძლებლობას დასკვნა გამოვიტანოთ: დამამძიმებელ გარემოებად - "ინტერვიუს მსვლელობა" ჩაითვალა თუ "ფურთხი", რომელსაც თან არ ახლდა სამედიცინო დასკვნა მისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თაობაზე. ასეა თუ ისე, ქალბატონი დაკავებულია და მის სასამართლო პროცესებზე აშშ-ში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს თუ დაინახავთ - გამაგებინეთ. წინასწარ დიდი მადლობა...“,- წერს დავით ქართველიშვილი.

კანუდოსელი საქართველო კოლონიაა, რა ვერ გაიგებთ, ხალხო! ოცნებამ დიდი როლი ითამაშა აქ ამერიკის კოლონიალური მმართველობის განმტკიცებაში, ამიტომ ითხარეთ ახლა ნერვები და შემოასკდით გულს.
5 საათის უკან