ილია ინჯია: რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ

ილია ინჯია: რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ბლექროკმა" შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა - თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა არის ანტიქართული საქმე

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ბლექროკმა" შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა, თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა,  - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა, ილია ინჯიამ განაცხადა.

ინჯიამ, "საქართველოს ბანკის" ეს ქმედება ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზიანებს და ეროვნულ ბანკს მიმართა, ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება მოითხოვოს "საქართველოს ბანკისგან.

"თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით." - განაცადა ილია ინჯიამ.

კანუდოსელი ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო ახლა იწყება. გარეწარ გილაურს კი ხელს უსვამს ეს ხელისუფლება თავზე. მეტის ღირსია ოცნება. ყელგამიღადრული ეხვეწება თვეებია ერთი კერძო სკოლის დირექტორი ხელისუფლებას, მოგვხედეთ, გილაური სკოლას გვართმევსო და ესენი ეფუთფუთებიან ამ ნაც გარეწარს. ოცნება მიიღებს იმას, რაც დათესა. თავის ამომრჩეველს ზურგი აქცია და ნაცბანკირებს ემონება. ოცნება ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად.
3 საათის უკან
თომა სადაც ვიწრო იქ გაწყდეს დამთავრონ, რომ მიაყენებენ კედელთან იგრძნონ მერე ნაცები კოჰაბიტაცის კი არ გაუმართავენ. მაინც არ არიან ესენიც ხალხისთვის ეკონომიკურად ახრჩობენ ხალხს უკონტროლოდ გაზრდილი ფასებით და აქციზებით ერთი სირით არიან ნაკეთები. ფარისევლები!
3 საათის უკან