ჯონათან შრიერი: ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით და თითქმის ორნიშნა ზრდის ტემპით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე

გაეროს შტაბ ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელი ჯონათან შრიერი დაესწრო. მან ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით და თითქმის ორნიშნა ზრდის ტემპით. ეს ნამდვილად გასაოცარია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე”, - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონათან შრიერმა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.