ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა საქართველოს მიმართ და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა და არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი შეერთებული შტატების საელჩოში სალომე ზურაბიშვილის მისვლის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საელჩომ უნდა განმარტოს, რა მიზნით იმყოფება საელჩოში სალომე ზურაბიშვილი.
„26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გამოცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს საელჩოში იმყოფება და კონსულტაციას მართავს.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.