გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: როდესაც 26 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დაანონსებული აქვთ, რომ ძალადობა უნდათ, ამ ფონზე საელჩოში მისი ყოფნა გასაკვირია

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: როდესაც 26 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დაანონსებული აქვთ, რომ ძალადობა უნდათ, ამ ფონზე საელჩოში მისი ყოფნა გასაკვირია

"ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „დღის ქრონიკაში“ შეერთებული შტატების საელჩოში სალომე ზურაბიშვილის მისვლის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს საელჩოს მიმართავს, განმარტოს თუ რა მიზნით იმყოფება საელჩოში სალომე ზურაბიშვილი.

„როდესაც აშშ-ის საელჩოში, არავითარი სტატუსის მქონე ზურაბიშვილი კონსულტაციებს მართავს, იბადება კითხვა, მაშინ, როდესაც 26 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დაანონსებული აქვთ, მათ შორის ზურაბიშვილს, რომ აუცილებლად ძალადობა უნდათ, ამ ფონზე გასაკვირია აშშ-ს საელჩოში ზურაბიშვილის ყოფნა. ამიტომაც ვითხოვე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს განმარტება გაეკეთებინათ, თუ ეს ასე არ არის, ესეც ეთქვათ და თუ კონსულტაციები აქვთ, რა კონსულტაციები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებისგან დასამალი იმ ადამიანს, რომელიც დღეს არავითარ სტატუსს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს საელჩოში იმყოფება და კონსულტაციას მართავს.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.