აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამოდის რეკომენდაციით, რათა 1 ივნისიდან ევორკავშირს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდეს.
„ევროკავშირთან, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რათა შეერთებული შტატები ვაჭრობაში დაჩაგროს, რთულია რამეზე მოილაპარაკო. მათმა უზარმაზარმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ-ს გადასახადებმა, უაზრო კორპორაციულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, სავალუტო მანიპულაციებმა, უსამართლო და დაუსაბუთებელმა სარჩელებმა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და სხვამ, მიგვიყვანა 250 000 000 დოლარის სავაჭრო დეფიციტამდე აშშ-თან, რაც ყოვლად მიუღებელი რიცხვია. მათთან მოლაპარაკებებს არსად მივყავართ! მაშასადამე, გთავაზობთ 2025 წლის 1 ივნისიდან ევროკავშირს 50-პროცენტიანი ტარიფი დავუწესოთ“, - დაწერა ტრამპმა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ პროდუქციას, რომელიც აშშ-ში იქნება დამზადებული, ტარიფები არ შეეხება.
ცნობისთვის, აპრილში ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ტარიფები დაუწესა. დღესდღეობით აშშ-ს ევროკავშირისთვის 20-პროცენტიანი ტარიფი აქვს დაწესებული.