შალვა პაპუაშვილი: მიმყარდება აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში ზოგიერთ ღირებულებასთან დაკავშირებით აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდათ საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი

შალვა პაპუაშვილი: მიმყარდება აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში ზოგიერთ ღირებულებასთან დაკავშირებით აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდათ საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი

მიმყარდება ის აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში ზოგიერთ ღირებულებასთან, სტანდარტთან დაკავშირებით აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც მათ უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი, რომელიც არის ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვის გათვალისწინებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს პოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ალან ბერსეს პოზიცია, რა თქმა უნდა, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ბრიუსელში ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს.

„კიდევ ერთხელ, აბსოლუტურად მიმყარდება ის აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში ზოგიერთ ღირებულებასთან, სტანდარტთან დაკავშირებით აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც მათ უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი, რომელიც არის ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვის გათვალისწინებული. ასე გვიყურებს ზოგიერთი ჩვენ, ამ დამოკიდებულებებს ვხედავთ ყოველდღიურად.

გახსოვთ ვიდეოც კი დავდე, ბერლინში ადამიანი მაშხალას ისვრის, ვარდება ოთახში, ფეთქდება. ის ადამიანი დაიჭირეს და მიუსაჯეს რაღაც. თბილისში ისვრიან მაშხალას, ვარდება პარლამენტის შენობის ოთახში, ფეთქდება, გამოდიან ელჩები, მათ შორის იმ ქვეყნების, სადაც ეს ხდება, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა და ამბობენ, რომ ეს იყო მშვიდობა. ანუ, საქართველოში ოთახის, შენობის აფეთქება არის მშვიდობა, გერმანიაში ეს არის ომი. ეს არა ორმაგი სტანდარტია, არამედ, ის არის რომ, ზოგიერთი ჩვენ არ მიგვიჩნევს იმ დონედ, რომ ჩვენზე გავრცელდეს ნორმალური შეხედულებები.

კიდევ ერთხელ, ზოგიერთს ვგონივართ ბანანის რესპუბლიკა, მესამე სამყარო, ასე გვიყურებს ჯერ კიდევ. ასეთი წარმოდგენაა, რაც არის სამწუხარო, რომ 21-ე საუკუნეში არსებობენ პოლიტიკურ ელიტაში ევროპაში ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ყოფენ სხვადასხვა დონეებად, კატეგორიებად, ერებს ყოფენ კატეგორიებად და ქვეყნებს ყოფენ კატეგორიებად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Euronews-მა გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს სტატია „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“, რომელშიც სხვა თემებთან ერთად განხილულია უცხოური გავლენების შესახებ კანონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის მიღებული.

როგორც ბერსე განმარტავს, ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს.