ვიქტორ ჯაფარიძე: ვალერი ავალიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მამიდაშვილი იყო.  68 წლის კაცი ისე სცემეს 11 თვე ციხის საავადმყოფოში იწვა, რომ გამოვიდა ფეხზე ვეღარ დადგა - 7 თუ 8 წელი კიდევ იცოცხლა საწოლში და გარდაიცვალა

ვიქტორ ჯაფარიძე: ვალერი ავალიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მამიდაშვილი იყო.  68 წლის კაცი ისე სცემეს 11 თვე ციხის საავადმყოფოში იწვა, რომ გამოვიდა ფეხზე ვეღარ დადგა - 7 თუ 8 წელი კიდევ იცოცხლა საწოლში და გარდაიცვალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მმართველობის პერიოდში მისი მამიდაშვილის უსამართლო დაკავებასა და ციხეში ძალადობაზე  ისაუბრა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მისი მამიდაშვილი  ვალერი ავალიანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მისი მამიდაშვილი იყო, უსამართლოდ მიუსაჯეს 3 წელი და კალენდარულად მოახდევინეს. 

„68 წლის ჩემი მამიდაშვილი  ვალერი ავალიანი დააკავეს იმიტომ, რომ ჩემი მამიდაშვილი იყო.  3 წელიწადი ციხეში ამყოფეს, თურმე წინააღმდეგობა გაუწია დაკავების დროს. სახლში შევიდნენ ჩხრეკაზე, არ გააჩხრეკინა სანამ მეზობლები არ მოვიდნენ და მეზობლები რომ მოვიდნენ, ვითომ წინააღმდეგობა გაუწევია, მიიყვანეს და 3 წელიწადი მიუსაჯეს.  აი ეს იყო მაშინდელი ხელისუფლება. 

მე რომ გავბედე და მივწერე მერაბიშვილს, რომ ჩემი მამიდაშვილი გყავს 68 წლის კაცი დაპატიმრებული, რას ერჩი გამოუშვი - თქო. დამირეკა ლორთქიფანიძემ მოდი სამინისტროშიო, მივედი და რა მამიდაშვილზე საუბრობ მადლობა თქვი ცოცხალი რომ დადიხარო. 

რომ დააპატიმრეს, აღმკვეთი შეუფარდეს  გავასაჩივრეთ , გირაო შევთავაზეთ, შეხვდა ქრისტიანი მოსამართლე. იმ მოსამართლემ  გირაო შეუფარდა და გამოუშვა, რომ გამოუშვა წავედით მე ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა მის დასახვედრად გლდანის საპყრობილეში. რომ მივედით გამოვიდა საპყრობილიდან და ტირის. ცრემლით ტირის. თქვენ არ იცით აქ რა ხდებაო. გცემდნენ თქო და მე არაო, მაგრამ თქვენ არ იცით აქ ახალგაზრდებს რას უკეთებენ, ვერ  წარმოიდგენთო. 
სამწუხაროდ გვეგონა რომ, როგორც აკეთებდნენ გირაოს ჯარიმაში უფიქსირებდნენ შემდეგ პირობითს უსჯიდნენ, მეგონა რომ ამას გააკეთებდნენ“,-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, მინისტრი კალმახელიძე, რომ შევიდა ქსნის საპყრობილეში მისმა მამიდაშვილმა ვალერიმ დაუწყო ყვირილი აქეთ მოდი კარვებში, ტალახში სძინავთ პატიმრებსო და ამის გამო ისე მოექცნენ შემდეგ 11 თვე მათ საავადმყოფოში იწვა, ციხიდან გამოსვლისას  ფეხზე ვეღარ დადგა. 

„რამდენიმე თვეში ჩაუნიშნეს პროცესი  3 წელი მიუსაჯეს და კალენდარულად მოახდევინეს. შშმ პირი გამოვიყვანეთ. არ დაგავიწყდეთ 68 წლის კაცი ისე სცემეს 11 თვე მათ საავადმყოფოში იწვა. მინისტრი კალმახელიძე, რომ შევიდა ქსნის საპყრობილეში ვალერიმ დაუწყო ყვირილი აქეთ მოდი კარვებში, ტალახში სძინავთ პატიმრებსო, ისე მოექცნენ შემდეგ რომ 11 თვე მათ საავადმყოფოში იწვა, რომ გამოვიდა ფეხზე ვეღარ დადგა. 7 თუ 8 წელი კიდევ იცოცხლა საწოლში და გარდაიცვალა“,-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.