მიხეილ ყაველაშვილი „მეგობარი აქტზე“:ეს არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა

მიხეილ ყაველაშვილი „მეგობარი აქტზე“:ეს არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა

„მეგობარი აქტი“ არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„იმისთვის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, თუნდაც საქართველოს მიმართ, მას „მეგობარი აქტზე“ სენატის ან კონგრესის მხარდაჭერა არ სჭირდება. თუ მას აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, მას სრული უფლებამოსილება აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. „მეგობარი აქტი“ ემსახურება იგივე პროცესს, რაზეც რამდენჯერმე ვისაუბრე - ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და დასაყრდენი ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაცია და ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ჩაბმული არიან ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ეს პროცესი ამ დაკვეთით მიმდინარეობს, სწორედ ამას ემსახურება „მეგობარი აქტი“.

ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამოწვეული, რომ აქ მოხდეს ვნებათაღელვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ განწყობა ხელისუფლების მიმართ უნდა შეიცვალოს და ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. მხოლოდ ამას ემსახურება და არც მალავენ, რომ „მეგობარი აქტით“ მიდის არსებულ ადმინისტრაციაზე ზეწოლა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს 6 მაისს დაუჭირა მხარი.