ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს

ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს

შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს.

„დავიწყოთ იქიდან, რომ შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ აქვს დალაგებული, ასე ვთქვათ ის საქმეები, რაც მას მიაჩნია, რომ თავის ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს. ძალიან მარტივად რომ ავიღოთ, შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ნაწილობრივ სამხედრო შედარება რომ გავაკეთო, ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას სხვადასხვა სარდლობები აქვს რეგიონებში. მაგალითად, ევროპის კონტინენტზე ევროპული სარდლობაა, აღმოსავლეთის ქვეყნებში ცენტრალური სარდლობა, ატლანტიკური სარდლობა და ა.შ. ანუ, მთელ მსოფლიოზეა ის მოდებული და შესაბამისად, მისი პოლიტიკაც მთელს მსოფლიოში ხორციელდება. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია შეიცვალა და რაც ტრამპმა გააკეთა ერთ-ერთი თავისი საარჩევნო მოწოდება იმის თაობაზე, რომ მას სურს ამერიკა ისევ ძლიერი იყოს, რა თქმა უნდა, მას ეს ინტერესები უფრო და უფრო გაუძლიერდა, მაგრამ პრიორიტეტებად არის დალაგებული. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომელიც არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა მიუხედავად ბევრი მოსაზრებისა და ბევრი მიზეზიც არსებობს. იქით ევროპა არ არის თანახმა ომის დასრულებაზე, რუსეთს თავისი მიზნები აქვს, უკრაინას თავისი, ამერიკას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია და ა.შ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი დასალაგებელია მისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ უფრო მეტიც არა, ჩინეთთან ურთიერთობა, ვინაიდან ჩინეთი არის ის კონკურენტი ქვეყანა შეერთებული შტატებისთვის, რომელთანაც მას მოუწევს ერთ მხრივ რაღაცების გათვალისწინება მასთან ურთიერთობაში და რაღაცებზე მიწოლა იმისთვის, რომ ისევ და ისევ თავისი ინტერესები გააფართოოს. ამის გარდა, ვხედავთ საერთაშორისო პოლიტიკაში კიდევ რა ხდება, ღაზას სექტორია, ისრაელის ამბავია, ლამის იყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი დაიწყო. მთელი რიგი საკითხები. ერთ-ერთი მთავარი საკითხია დარეგულირება ევროკავშირთან მისი ურთიერთობების. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პირობებში ცხადია ჩვენ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ საქართველოზე თავს ახლავე გადადებენ, ეს ასე არ არის.

„მთავარი არ დაგვავიწყეს. საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი გასაღები. ნუ დაგვავიწყდება რუსეთის ინტერესები და სხვა ქვეყნების ინტერესები“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.