ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ დღეს ჩვენ ელჩი არ გვყავს აშშ-ში, ეს ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს აფერხებს - მოლოდინი მაქვს, რომ ელჩი მალე დაინიშნება და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების წინ წაწევას

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ დღეს ჩვენ ელჩი არ გვყავს აშშ-ში, ეს ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს აფერხებს - მოლოდინი მაქვს, რომ ელჩი მალე დაინიშნება და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების წინ წაწევას

საელჩოს ღია და ჯანსაღი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მან ისაუბრა, თუ რამდენად დააჩქარებს აშშ-ში საქართველოს ახლი ელჩის დანიშვნა, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას. მისივე თქმით, ელჩი არის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლი, პირი, პოლიტიკოსი ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან, როგორიც აშშ-ია.

„ის, რომ დღეს ჩვენ ელჩი არ გვყავს აშშ-ში, ეს ურთიერთობისთვის ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს აფერხებს. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ მალე დაინიშვნება და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების წინ წაწევას.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ცდილობს, არ იყოს ლობისტურ კულუარულ სიტუაციებზე არ იყოს დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა გარკვეული ლობისტების ხასიათსა და მათ გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოსთან გვინდა ღია ნათელი თანამშრომლობის ხიდები გვქონდეს გაბმული.

ჯო უოლსონი რომ გვთავაზობდა - გადამიხადეთ ფული, თორემ სხვა გადამიხდისო, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი გზით, ხანგრძლივი, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის არ ყალიბდება. ამდენად,
საელჩოს ღია და ჯანსაღი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.