ლევან ნიკოლეიშვილი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღონისძიებას ხელი უნდა შეუშალოს, მას ქვეყანა არ უყვარს - ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს

ლევან ნიკოლეიშვილი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღონისძიებას ხელი უნდა შეუშალოს, მას ქვეყანა არ უყვარს - ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს

ლევან ნიკოლეიშვილმა 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი აღნიშნავს, 26 მაისი ყველას დღესასწაულია და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ დღეს.

„26 მაისი არის ყველას დღე და ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს. ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ ღონისძიებას ხელი უნდა შეუშალოს მას არც ქვეყანა უყვარს და არც წარმოდგენა აქვს იმაზე, რა დღეა 26 მაისი და რისთვისაა მისული“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.