ლევან ნიკოლეიშვილი: ჯერ უნდა ვთქვათ, ვინ სთხოვა რუბიოს, რომ საქართველოს შესახებ რაიმე ეთქვა და თან უარყოფითი. ეს იყო ჯო უილსონი „ნაცების“ ერთგული და მიკერძოებული კონგრესმენი, რომელიც სანამ საქართველოს შეაფასებს, ჯერ ფულს ითვლის

ლევან ნიკოლეიშვილი: ჯერ უნდა ვთქვათ, ვინ სთხოვა რუბიოს, რომ საქართველოს შესახებ რაიმე ეთქვა და თან უარყოფითი. ეს იყო ჯო უილსონი „ნაცების“ ერთგული და მიკერძოებული კონგრესმენი, რომელიც სანამ საქართველოს შეაფასებს, ჯერ ფულს ითვლის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს კონგრესში სენატორ მარკო რუბიოს განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერი ძალების ეიფორია ხელოვნურად შექმნილი და არაობიექტურია.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მარკო რუბიოს პასუხი არ იყო კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და თავად შეკითხვაც წინასწარ დაგეგმილი სცენარით გაჟღერდა.

„ზეიმობენ ნაცები და ახალი ნაცები, ნახეთ რა თქვა რუბიომო, თუმცა ეს ზეიმი ძალიან მაგონებს არჩევნების მერე რომ გამოვარდნენ და მოვიგეთო „გვახარეს.“ მერე აღმოჩნდა, რომ მათ სიხარული ნაადრევი იყო, ახლა  თურმე წავაგეთო ვერ იტყოდნენ და გაგვიყალბესო თქვეს, მერე ფაქტები რომ მოთხოვეს, ვერ დადეს და დარჩა კრება მხიარული. მაინც რა თქვა რუბიომ, სანამ ვიტყვით ჯერ განვიხილოთ ვინ სთხოვა იქნება რამე ეთქვა საქართველოზე, თან  ცუდი: ჯო უილსონმა, "ჩვენმა" მონდომებულმა და მოსყიდულმა კონგრესმენმა, რომელმაც სანამ საქართველოზე რამეს იტყვის ჯერ ფული უნდა დათვალოს, შესაბამისად იმის მიხედვით მოქმედებს და იგონებს ყველაზე არამეგობრულ აქტებს, რომელსაც "მეგობრულს" უწოდებს. საერთოდ უნდა ვაღიაროთ თუ ვინმე ცდილობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას, ეს სწორედ კონგრესმენი უილსონი გახლავთ, საკითხავი კი ის არის ოპოზიციის თუ რუსეთის სასარგებლოდ. ახლა ისევ მარკო რუბიოს პასუხს დაუბრუნდეთ "აშშ - ს ეროვნული ინტერესი არ არის ანტიამერიკული მთავრობები, შესაბამისად ისინი ყურადღებით მიიღებენ ინფორმაციას რეგიონული წარმომადგენლებიდან და შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ ანტიამერიკული მთავრობების წინააღმდეგ, " რაც ნიშნავს შემდეგ ბატონო უილსონ, ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ინფორმაციას ვიღებთ რეგიონული წარმომადგენლობისგან (საელჩოები იგულისხმება!), რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთო. კონკრეტულად საქართველო არ უხსენებია, თავის ზოგად და ჯო უილსონისადმი უკმეხ პასუხში, თუმცა მიანიშნა, რომ ჯერ სხვა საერთაშორისო გამოწვევა-პრობლემები და შეთანხმებები გვაქვს და გვაცალეთო. როგორც ჩანს რეალობა ასეთია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სხვა საერთაშორისო საკითხებზეც არის დამოკიდებული, შესაბამისად უილსონის და მისი დამფინანსებელი ოპოზიციის აცუნდრუკება სასაცილოდ გამოიყურება, მით უმეტეს მარკ რუბიოს თუ სურდა კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებისთვის ანტიამერიკული ეწოდებინა, არც უილსონი დახმარება და არც დიდი მორიდება დაჭირდებოდა. ისე, რა საცოდავად გამოიყურებიან უილსონზე დამოკიდებული „ჩვენი“ ოპოზიციონრები, ქართველ ხალხს არ ეკითხებით, ვინც რა უნდა ის თქვას, ქართველი ხალხის ნება და  სიტყვა რომ არის გადამწყვეტი, ამას რას უშვებით?!“ - წერს ნიკოლეიშვილი.