ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკსათან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, იმ დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს ქმედებები მიმართულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების
წინააღმდეგ.
„აქ არაფერ შუაში არ არის „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ის ქმედებები და ის ბოლო მიმართულება, რაც აქვს ოპოზიციას საქართველოში არის არა „ქართული ოცნების“, არამდე ზუსტად საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიოს განცხადებებს ოპოზიციის აჟიოტაჟი მოჰყვა. რადიკალებმა და მათთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიცია პარტიულ ინტერესებზე მორგებით და სპეკულაციური ფორმით გაავრცელეს.